ზურაბიშვილს ნული პატრიოტიზმი აქვს - კობახიძე

14.11.23 12:57
ზურაბიშვილს ნული პატრიოტიზმი აქვს - კობახიძე

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს ნული პატრიოტიზმი აქვს, რადგან ცდილობს სახელმწიფო ინტერესების დაზიანებას.

"ოცნების" თავმჯდომარემ საქართველოს პრეზიდენტზე იერიში ჯერ პარლამენტის სხდომაზე, ხოლო შემდეგ საკანონმდებლო ოგანოს დერეფანში, ბრიფინგის დროსაც მიიტანა.

კობახიძის განცხადებით, ზურაბიშვილის არ მიეცემა საშუალება, რომ სახელმწიფო ინტერესები დააზიანოს.

როდესაც ცდილობ დააზიანო სახელმწიფოს ინტერესები, ეს ნიშნავს, რომ არ ხარ უბრალოდ დამოუკიდებელი და გაქვს ნული პატრიოტიზმი. 

ერთადერთი ახსნა ამ ყველაფრის, შეიძლება იყოს ის, რომ სალომე ზურაბიშვილს პრინციპულად სურს, რამენაირად დააზიანოს სახელმწიფო ინტერესები, რის საშუალებასაც მას ბუნებრივია, ჩვენ არ მივცემთ". - ამბობს კობახიძე.

"ოცნების" მორიგი იერიშის სამიზნე საქართველოს პრეზიდენტი ფრანგული მედიისთვის მიცემული ინტერვიუს გამო გახდა, სადაც პრეზიდენტმა ჩინეთის ლიდერის შესაძლო გასამართლებაზე ისაუბრა.

მსგავსი სიახლეები