ლევან ხაბეიშვილმა ენმ-ს თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე და აღმასრულებელი მდივანი წარადგინა

14.11.23 12:57
ლევან ხაბეიშვილმა ენმ-ს თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე და აღმასრულებელი მდივანი წარადგინა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ ზაზა გოგავა, ხოლო აღმასრულებელ მდივნად ირაკლი ნადირაძე წარადგინა.“

„დედაქალაქის გარუსებულმა მერმა, რუსული პარტიის გარუსებულმა მდივანმა, კახი კალაძემ ასეთი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ რუსეთი არ არის მტერიო, რუსეთზე უფრო მეტი მტერი არის „ნაციონალური მოძრაობაო“, წამოაყვირა კალაძეს, რომ ის რუსეთს, ოკუპანტს, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი და ყოველდღიურად აგრძელებს ოკუპაციას, მათ შორის მცოცავ ოკუპაციას, არ აღიარებს მტრად, მისთვის ყველაზე მთავარი მტერი ყოფილა „ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილი. ასე უყურებს თბილისის რუსი მერი რუსეთს, მასზე უფრო მეტ მტრად ჩვენ მიგვიჩნევს, ვისაც ახლა უყურებთ. „ნაციონალურ მოძრაობას“ უკანასკნელი 9 თვის განმავლობაში უკვე და უფრო მეტის, არ ჰყოლია თბილისის ორგანიზაციის პარტიის თავმჯდომარე, იცით რომ აპრილის თვეში ირაკლი ნადირაძეს დაევალა სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელობა, ლოჯისტიკის აწყობა ჩვენს ადგილობრივ პარტიის თავმჯდომარეებთან ერთად, ის ასევე იკავებდა აღმასრულებელი მდივნის თანამდებობას, ირაკლი ნადირაძე ამ მიმართულებით მუშაობას გააგრძელებს და ის იქნება თბილისის ორგანიზაციის აღმასრულებელი დივანი, მე მინდა მადლობა გადავუხადო მას გაწეული სამუშაოსთვის, მინდა მადლობა გადავუხადო დავით კირთაძეს, რომელიც ასევე გააგრძელებს თბილისის ორგანიზაციაში აქტიურ მუშაობას და ამ თვეების განმავლობაში უდიდესი სამუშაო გასწიეს, რომ თბილისის „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს გაძლიერებული და აწყობილი და ასევე, მე მინდა დღეს საზოგადოებას წარვუდგინო „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის პარტიის ახალი თავმჯდომარე და ეს იქნება ზაზა გოგავა, პარტიაში ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული და მე პირადად მივიღე ეს გადაწყვეტილება, რომ ბატონი ზაზა გოგავა იქნება თბილისის „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარე, მას ჩემი მხრიდან ზედმეტი წარდგენა არ სჭირდება.  - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა

ზაზა გოგავას თქმით, იბრძოლებს  "ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან გაშვებისთვის და იქნება იქ, სადაც მოქალაქეებს დასჭირდებათ: 

„ჩემთვის დიდი პატივია, ასე განვაცხადე მაშინაც, როდესაც მოვედი „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობაში“ და შემოვუერთდი პარტიას. ჩემთვის დიდი პატივია ვიბრძოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველთან და უკვე თბილისის ორგანიზაციასთან ერთად „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვებაში. მინდა ვუთხრა ყველას, ვინც წარმოადგენს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, თბილისის ორგანიზაციას, ჩვენს ამომრჩევლებს, რომ დღეიდან ისინი კიდევ ერთი წარმომადგენლით გაძლიერდებიან ჩემი სახით. მე ვიქნები ყველგან, სადაც დაჭირდება ჩვენს ამომრჩეველს, ჩვენს პარტიულ ორგანიზაციას, ვიდგე მათ გვერდით, სწრაფად გავიარო ის პროცესი, რომ ამ ორგანიზმში სწრაფად მოვახერხო ადაპტირება და შემდეგ უკვე ჩვენს დაუღალავ, გმირ ამომრჩევლებთან ვიბრძოლოთ იმ პრინციპებისთვის, რომელიც გააჩნია „ნაციონალურ მოძრაობას.“ - განაცხადა ზაზა გოგავამ


 

მსგავსი სიახლეები