ქვეყანაში რუსული პარტიის გაგონება არ უნდათ - ხაბეიშვილი
ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ქვეყანაში ხალხს რუსული პარტიის გაგონება არ უნდა, - ამის შესახებ ენმ-ს თავმჯდომარე საუბრობს. ლევან ხაბეიშვილი იმ გეგმაზე საუბრობს, რომლითაც სახელისუფლებო გუნდის დამარცხებაა შესაძლებელი.
ოპოზიციონერი ლიდერი ოპოზიციურ პარტიებს სწორად გადაჯგუფებისკენ მოუწოდებს.
მათემატიკურად ყველა კვლევა აჩვენებს, რომ რუსული პარტიის გაგონება არ უნდა ამ ქვეყანაში 60-დან 65%-მდე ადამიანს. ამიტომ, ახლა მნიშვნელოვანია, ოპოზიციის გადაჯგუფება სწორად, ისე, როგორც გავაკეთეთ ჩვენ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“. ამ შემთხვევაში რუსული პარტია დამარცხდება, ოღონდ უნდა შეწყვიტოს ოპოზიციამ ერთმანეთის თემებზე განხილვებში შესვლა, ერთ პირში უნდა ვისაუბროთ მტრის წინააღმდეგ, - ამბობს ხაბეიშვილი.
პროდასავლური პოლიტიკური პარტიების რეიტინგები IRI-მ უკვე გაზომა. "პირველებისთვის" ცნობილია, რომ მონაცემები პოლიტიკურ პარტიებს უკვე გადაეცათ. ამ შედეგების მიხედვით კი ოპოზიციური პარტიების რეიტინგი გაზრდილია და ჯამში "ოცნებას" უსწრებს. ეს კი ნიშნავს, რომ სავარაუდოდ, მომავალ მთავრობას რამდენიმე პარტია დააკომპლექტებს.