დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა, "ოცნება" ხელისუფლებაში უმრავლესობით მოვა - კალაძე

14.11.23 13:29
დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა, "ოცნება" ხელისუფლებაში უმრავლესობით მოვა - კალაძე

 "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი დარწმუნებულია, რომ სახელისუფლებო პარტია ხელისუფლებაში კონსტიტუციური უმრავლესობით მოვა. კახა კალაძის თქმით, რაც არ უნდა იზრუნოს "მტერმა", კოალიციური მთავრობა არ იქნება. 

არანაირი კოალიციური მმართველობა, მტერმა რაც არ უნდა იზრუნოს, არ გამოუვათ ეს ყალბი კვლევებით და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება, რაც არ უნდა იწვალონ. მე გეტყვით და დაგამშვიდებთ, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 2024 წლის არჩევნებზე კონსტიტუციური უმრავლესობით მოვა ხელისუფლებაში. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა, - ამბობს კალაძე. 

რაც შეხება "ოცნების" სხვა ლიდერებს, ირაკლი კობახიძემ დღეს  IRI ენმ-თან კავშირში დაადანაშაულა. 

პროდასავლური პოლიტიკური პარტიების რეიტინგები IRI-მ უკვე გაზომა. "პირველებისთვის" ცნობილია, რომ მონაცემები პოლიტიკურ პარტიებს უკვე გადაეცათ. ამ შედეგების მიხედვით კი ოპოზიციური პარტიების რეიტინგი  გაზრდილია და ჯამში "ოცნებას" უსწრებს. ეს კი ნიშნავს, რომ სავარაუდოდ, მომავალ მთავრობას რამდენიმე პარტია დააკომპლექტებს. 

მსგავსი სიახლეები