20 მლნ კალაძისთვის ბიუჯეტიდან - დედაქალაქის მერის პირველი განმარტება
20 მლნ კალაძისთვის ბიუჯეტიდან - დედაქალაქის მერი პირველ განმარტებას აკეთებს. კახა კალაძისთვის გაუგებარია, რატომ არის გასაკვირი, რომ აღნიშნული თანხა მის დაქვემდებარებაში არსებულ სააგენტოზე იხარჯება. დედაქალაქის მერი მიიჩნევს, რომ კარგია, როცა საზოგადოება ყველა იმ პროექტის საქმის კურსშია, რაც თბილისში ხორციელდება.
20 მლნ არის თავისი ხელფასებით და ყველაფრით. გარდა ამისა, დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახური მოიცავს, ჩამოთვალეთ რამდენი სსიპია, რამდენი აიპია და ა.შ. ყველა შედის ამ ყველაფერში. ვინ ახორციელებს სამუშაოს და ვისზე უნდა იყოს საუბარი? რა უნდა ვთქვათ, რომ თავისით გაკეთდა? ყოველთვის აქტიურები ვართ და შეიძლება ეს გაღიზიანებთ. რა არის ამაში ცუდი, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ხელმისაწვდომობა და ინფორმაცია იმაზე, რომ კონკრეტული პროექტები ხორციელდება. როდესაც პრობლემებია, რა? ვიმალებით? არ ვამბობთ პრობლემები რომ არის თუ გავურბივართ პრობლემებს?, - ამბობს კალაძე.
20 მილიონი ლარი კახი კალაძისთვის - ღარიბი ქალაქის მდიდარი მერი საკუთარ პიარ-კამპანიას ბიუჯეტის ხარჯზე აწარმოებს. „ფლანგვის დეტექტორმა დაადგინა, რომ თბილისის მერის პიარზე 18 ადამიანი ზრუნავს. ამ ჯგუფის ძირითადი საქმიანობა კი სოციალურ ქსელში მერის საიმიჯო ვიდეორგოლების განთავსება და დასპონსორებაა. ამ საქმისთვის კი ბიუჯეტიდან მათი ხელფასებისთვის მილიონები იხარჯება.