ვერ დამარწმუნებენ, რომ ტუჩებდაბერილი გოგოცუნები ვინმეს დასაჭერად მიდიან - ელისაშვილი BUS LANE-ზე

14.11.23 13:38
ვერ დამარწმუნებენ, რომ ტუჩებდაბერილი გოგოცუნები ვინმეს დასაჭერად მიდიან - ელისაშვილი BUS LANE-ზე

დაურიგეს თუ არა ე.წ. ნარუშილოვკები ახლობლებს? - შესაბამისი ეჭვი  პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოთქვა. 

ალეკო ელისაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროსგან განმარტებებს ითხოვს. 

ალეკო ელისაშვილის თქმით, საავტობუსე ზოლების შემოღება მტკივნეული, ბევრისთვის გაუგებარი, მაგრამ სწორი გადაწყვეტილებაა, მაგრამ, "არასწორი და შემზარავია, რაც ხდება, რომ ამ Bus Lane-ბში უამრავი მანქანა დათარეშობს".

ვერავინ დამარწმუნებს, რომ ვიღაც ტუჩებდაბერილი გოგოცუნები რომ სხედან საჭეებთან, ისინი რაიმე ოპერატიული სამსახურის თანამშრომლები არიან და კრიმინალის დასაკავებლად მიდიან. მუსიკა რომ ბოლო ხმაზე აქვთ ჩართული...

ან პატრულმა საკუთარი უფლებამოსილების შესრულებაზე უარი თქვა და უბრალოდ თვალს ხუჭავენ იმ უმსგავსობაზე, რაც Bus Lane-ბში ხდება, მილიონობით მანქანა რომ დათარეშობს - ან არის 21-ე საუკუნის ე.წ. "ნარუშილოვკა" ...

როგორც ჩანს, "ნარუშილოვკები" არის ხელაღებით დარიგებული, შს სამინისტრო და საპატრულო პოლიცია გამოვიდეს და გვითხრან, რასთან გვაქვს საქმე" - ამბობს ელისაშვილმა.  

 

მსგავსი სიახლეები