"საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთი უხეში დარღვევა" - სტოლტენბერგი ოჩამჩირის ბაზაზე

14.11.23 14:44
"საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთი უხეში დარღვევა" - სტოლტენბერგი ოჩამჩირის ბაზაზე

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთი უხეში დარღვევა, - ასე აფასებს NATO-ს გენერალური მდივანი ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსების მიერ სამხედრო ბაზის მოწყობას. იენ სტოლტენბერგმა ამის შესახებ ბრიუსელში ისაუბრა, სადაც ამ წუთებში ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს. 

სტოლტენბერგის თქმით, ფაქტი ცხადყოფს, რამდენად შორს შეუძლია რუსეთს წასვლა. 

ამასთან, NATO-ს გენერალური მდივანი განმარტავს, რომ უკრაინას ყირიმის საზღვაო ობიექტებზე მნიშვნელოვანი წარმატება აქვს, ამიტომ რუსეთი ახლა ალტერნატიულ გზებს ეძებს.

ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. რა თქმა უნდა, ოკუპირებული ტერიტორიები არ უნდა იყოს გამოყენებული რუსეთის მიერ სამხედრო ბაზების შესაქმნელად. ცხადია, ეს კიდევ ერთხელ არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე, აჩვენებს, რამდენად შორს შეიძლება წავიდეს რუსეთი, მისი სამხედრო მიზნების მისაღწევად. უკრაინელები თავდაცვის რეჟიმში იმყოფებიან. მათ რეალური წარმატება აქვთ ყირიმში საზღვაო ობიექტებზე, ამიტომაც ეძებს რუსეთი ალტერნატიულ გზებს. ეს კი აჩვენებს იმ მიღწევების წარმატებას, რომლებიც უკრაინელებს რუსეთის წინააღმდეგ აქვთ მიღწეული, - განაცხადა სტოლტენბერგმა. 

მსგავსი სიახლეები