"ნუ გაუპიარებთ" - "ოცნება" მედიას რუსეთის მუქარის დაიგნორებას ურჩევს

14.11.23 15:20
"ნუ გაუპიარებთ" - "ოცნება" მედიას რუსეთის მუქარის დაიგნორებას ურჩევს

მამუკა მდინარაძე ფიქრობს, რომ რუსეთის მუქარები ხელისუფლების მსგავსად ოპოზიციამ და ჟურნალისტებმაც უნდა დააიგნორონ. საქმე ეხება სერგეი ლავროვის განცხადებას, რომელიც ღიად დაიმუქრა, რომ ამიერკავკასიას რუსეთი არ დათმობს.

მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ დაიგნორების პოლიტიკით ქვეყანა უკეთეს შედეგს მიიღებს.

მგონია, რომ უფრო ნაკლებ განცხადებებს გააკეთებენ, თუ ასე ფართო გავრცელებას არ უზრუნველყოფთ ამ განცხადებების. აქედან გამომდინარე, ხანდახან დაიგნორება გარკვეული საკითხების ქვეყანასთან მიმართებაში შეიძლება უკეთეს შედეგებამდე მივყავდეთ. ნუ გაუპიარებთ ასე და იქნებ რა მოხდეს? მოდით, თქვენც დააიგნორეთ ხანდახან ასეთი განცხადებები და ცოტა იქნებ უკეთესი შედეგი მივიღოთ, - ამბობს მდინარაძე.

მსგავსი სიახლეები