ეს იყო პრაგმატული პოლიტიკის ყველაზე სწორი მაგალითი - გახარიას გუნდი "ოცნებას" პასუხობს

14.11.23 15:24
ეს იყო პრაგმატული პოლიტიკის ყველაზე სწორი მაგალითი - გახარიას გუნდი "ოცნებას" პასუხობს

ექსპრემიერს მიმართ ირაკლი კობახიძის ბრალდებებს გახარიას გუნდში პასუხობენ. მიხეილ დაუშვილი ირწმუნება, რომ გიორგი გახარიამ ჩორჩანასთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რითაც  ათასობით ჰექტარი მიწის შენარჩუნება მოახერხა. 

ოპოზიციის წევრი ხელისუფლებას ურჩევს, მომხდარი კარგად გაიხსენონ. 

ჩორჩანა იყო ის შემთხვევა, როდესაც ზუსტად გახარიამ თავისი გადაწყვეტილებით ათასობით ჰექტარი მიწა შეუნარჩუნა ჩვენს ქვეყანას და ჩვენს სამშობლოს და არ მისცა საშუალება რუსებს იმისთვის, რომ მათ დამატებით ათასობით თუ ათეულობით ათასი ჰექტარი წაეღოთ. როდესაც ამაზე ვინმე ილაპარაკებს, მათ შორის, კობახიძე, კარგად გაიხსენონ, რა და როგორ იყო რეალურად და შემდგომ გააკეთონ შეფასებები. ეს იყო პრაგმატული პოლიტიკის ყველაზე სწორი და ნათელი მაგალითი. რა კობახიძე, რის კობახიძე, - ამბობს მიხეილ დაუშვილი.

"ქართული ოცნება" ყოფილ პრემიერს ტერიტორიების დაკარგვაში ადანაშაულებს. ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ 2018 წელს, როცა ოკუპანტებმა სოფელ ჩორჩანას ოკუპაცია მოახდინეს, შს მინისტრი გიორგი გახარია იყო, თუმცა მან ინფორმაცია დამალა.  

მსგავსი სიახლეები