ელისაშვილი ოპოზიციას: ჩვენი ამბიციები ცოტა დავქაჩოთ, მიწაზე დავეშვათ, გავხდეთ ადეკვატურები

14.11.23 15:46
ელისაშვილი ოპოზიციას: ჩვენი ამბიციები ცოტა დავქაჩოთ, მიწაზე დავეშვათ, გავხდეთ ადეკვატურები

 გარდაუვალია პროდასავლური კოალიცია და ამ კოალიციამ უნდა შეცვალოს ხელისუფლება - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა გააკეთა. 

მისი თქმით, "ქართული ოცნების" დამარცხება მარტო შეუძლებელია. 

საერთო ღირებულებები და პრინციპები არ გაგვაერთიანებს. სულ მცირე, ის, რომ საქართელო გვინდა იყოს ევროკავშირის წევრი და ნატოს წევრი, ეს მაინც უნდა გვაერთიანებდეს თუ კოალიცია შექიმნა და მეორე, რაც არის საჭირო, რომ რეალობას თვალი გავუსწოროთ და ჩვენი ამბიციები ცოტა დავქაჩოთ. ზოგიერთ ლიდერს შეეხება, კუდი ყავარზე რომ აქვს და რომ ჰგონია, რომ მარტო შეძლებს ხელისუფლების ცვლილებას. მარტო ვერ შევცვლით, რეალობას თალი გავუსწოროთ, მიწაზე დავეშვათ, გავხდეთ ადეკვატურები. გარდაუვალია პროდასავლური კოალიცია და ამ კოალიციამ უნდა შეცვალოს ხელისუფლება, - ამბობს ელისაშვილი.

ეყოლება თუ არა საქართველოს 2024-ში კოალიციური მთავრობა? - პროდასავლური პოლიტიკური პარტიების რეიტინგები IRI-მ უკვე გაზომა. "პირველებისთვის" ცნობილია, რომ მონაცემები პოლიტიკურ პარტიებს უკვე გადაეცათ. ამ შედეგების მიხედვით კი ოპოზიციური პარტიების რეიტინგი  გაზრდილია და ჯამში "ოცნებას" უსწრებს. ეს კი ნიშნავს, რომ სავარაუდოდ, მომავალ მთავრობას რამდენიმე პარტია დააკომპლექტებს. 

მსგავსი სიახლეები