რუსეთის წინააღმდეგ ომში 2024 წელი გადამწყვეტი იქნება - ანდრეი ერმაკი

14.11.23 16:15
რუსეთის წინააღმდეგ ომში 2024 წელი გადამწყვეტი იქნება - ანდრეი ერმაკი

"მომავალი წელი რუსეთის წინააღმდეგ ომში გადამწყვეტი იქნება, გარდამტეხი მომენტი ახლოვდება", - ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა გაკეთა.

ერმაკმა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპას მოუწოდა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააძლიერონ და უკრაინას დამატებითი იარაღის სისტემები, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის სისტემები, მიაწოდონ მანამ, სანამ რუსეთი ენერგოსისტემაზე თავდასხმებს დაიწყებს.

როგორც ერმაკი ამბობს, კიევის კონტრშეტევა გრძელდება, შეიარაღებულ ძალებს დნეპრის მარცხენა სანაპიროზე პლაცდარმი აქვთ და პრეზიდენტმა ზელენსკიმ იცის როგორ მიაღწიოს გამარჯვებას.

ომის გარდამტეხი მომენტი ახლოვდება. მომავალი წელი გადამწყვეტი იქნება“, - აღნიშნა ერმაკმა.

 

მსგავსი სიახლეები