მივესალმები ნატო-ს განახლებულ და მტკიცე ვალდებულებას - სალომე ზურაბიშვილი

15.06.21 14:36
მივესალმები ნატო-ს განახლებულ და მტკიცე ვალდებულებას  - სალომე ზურაბიშვილი

მივესალმები ნატო-ს განახლებულ და მტკიცე ვალდებულებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის და ასევე ღია კარის პოლიტიკის მიმართ, - ასე ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ნატო-ს გუშინდელი სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ კომუნიკეს.

ჩვენი ინტეგრაციის გზა ნათელია და განმტკიცებულია ჩვენი პარტნიორების სოლიდარობით,- წერს პრეზიდენტი Twitter-ზე.

ნატო-ს სამიტის მიერ გამოქვეყნებულ კომუნიკეში ალიანსის ლიდერები საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენეტიტეტის მიმართ მხარდაჭერას ადასტურებენ. 
ამასთან დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ალიანსის ლიდერები კიდევ ერთხელ უჭერენ მხარს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი.