სამი წელია ითხოვს ქალბატონი აქ კუთხეში ერთი როიალის დადგმას, რა გახდა როიალი, დაუდგით - გოცირიძე "ოცნებას"

14.11.23 16:50
სამი წელია ითხოვს ქალბატონი აქ კუთხეში ერთი როიალის დადგმას, რა გახდა როიალი, დაუდგით - გოცირიძე "ოცნებას"

"არღვევს კონსტიტუციას საპროცედურო ხრიკების გამოყენებით „ქართული ოცნება“," - ამ განცხადებას "ევროოპტიმისტების" თავმჯდომარე რომან გოცირიძე აკეთებს.

გოცირიძე თაროზე შემოდებულ და დაბლოკილ კანონპროექტებს აპროტესტებს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც "ოცნებაში" ელისო ბოლქვაძის ინიციატივას როიალის პარლამენტში დადგმასთან დაკავშირებით მხარდამჭერები გამოუჩნდნენ.

მართლაც, რეგლამენტის მიხედვით, შესაძლებელია კანონპროექტი შემოიტანოს პარტიამ და 4 წელი ისე გავიდეს, რომ საერთოდ არ იქნეს განხილული, კომიტეტზეც კი, იმიტომ, რომ მუდამ მოხდეს გადადება და გადადების და შავი საქმის გამკეთებელი პირი არის ანრი ოხანაშვილი.

სამი წელია ითხოვს ქალბატონი აქ კუთხეში ერთი როიალის დადგმას, რა გახდა როიალი, დაუდგით ამ ქალბატონს მეთქი, მან მიპასუხა, რომ ევროპის ყველა პარლამენტში დგას როიალი და ყველგან უკრავენ, მათ შორის, ეტყობა, დეპუტატებიც უკრავენ,“ - ამბობს გოცირიძე.

მსგავსი სიახლეები