"დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ სააკაშვილი" - EPP-ს პოლიტიკურმა ასამბლეამ საქართველოზე ორი რეზოლუცია მიიღო

14.11.23 17:04
"დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ სააკაშვილი" -  EPP-ს პოლიტიკურმა ასამბლეამ საქართველოზე ორი რეზოლუცია მიიღო

"დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი" - ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურმა ასამბლეამ საქართველოს მთავრობას მოუწოდა.

"ევროპის სახალხო პარტიის" პოლიტიკურმა ასამბლეამ საქართველოსთვის ორი მნიშვნელოვანი რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციაში ნახსენებია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, ის რომ მას არ აქვს სათანადო სამედიცინო მომსახურება და მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომ  სერიოზული საფრთხე ექმნება.

ბრიუსელში ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურ ასამბლეაზე, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მიმართულების მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომელმაც ასამბლეაზე სიტყვის გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეზე ისაუბრა.

მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ჩეხ კოლეგებს რეზოლუციის პროექტის წარდგენისთვის, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილს შეეხება. რა თქმა უნდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან შემაშფოთებელია. მის ჯანმრთელობა და სიცოცხლე  ჯერ კიდევ რისკის ქვეშაა. ამიტომ რაც ამ დოკუმენტშია აღნიშნული, აბსოლუტურად სწორია. ჩვენ გვაქვს ძალიან პატარა შესწორება რეზოლუციის ნაწილში, რომელზეც უკვე ვესაუბრეთ რეზოლუციის ინიციატორებს. მანამ, სანამ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოწვეულია პოლიტიკური დევნის შედეგად, ანუ პირველადი მიზეზი არის პოლიტიკური დევნა, გვინდა შემოგთავაზოთ, რომ წინადადების ბოლოს ამოვიღოთ ბოლო ფრაზა სამედიცინო საფუძველზე. ამის შემდეგ ის წაიკითხება ამგვარად: „მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას მიიღოს დაუყოვნებლივი ზომები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დასაცავად და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ის,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მსგავსი სიახლეები