სროლა საბავშვო ბაღთან - დაკავებულია ერთი პირი
სროლა საბავშვო ბაღთან - ძაღლის გასეირნებისას წარმოქმნილი კონფლიქტის ნიადაგზე ადამიანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
ნინო ჟვანიას ქუჩაზე რამდენიმე საათის წინ, ერთ-ერთ საბავშვო ბაღთან სროლა იყო. წინასწარი ინფორმაციით, დაჭრილია ერთ-ერთი მშობელი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.
"პირველების" ინფორმაციით, სისხლიანი ინციდენტი ყოფით ნიადაგზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მოქალაქე ძაღლს ასეირნებდა, რა დროსაც მას სხვა მოქალაქესთან შელაპარაკება მოუვიდა, რასაც საბოლოდ გასროლა მოჰყვა.