საუბრის თემა, ცხადია, შეეხებოდა სააკაშვილს" - ენმ-ის ლიდერები აშშ-ის ელჩს შეხვდნენ
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, პარტიის გენერალურ მდივანთან, პეტრე ცისკარისვილთან ერთად აშშ-ს ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა.“
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ღიად უჭერენ მხარს ქართველ ხალხს, მათ შორის ღიად, დეკლარირებული პოზიციაა, რომ ქართველი ხალხის მიტოვებას რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ, ოკუპანტის წინააღმდეგ, ქვეყანაში არადემოკრატიული ხელისუფლების წინააღმდეგ არ აპირებენ და ამერიკელებიც, მათ შორის ჩვენი სხვა პარტნიორებიც არიან ქართველი ხალხის გვერდით. ჩვენი საუბრის თემა ცხადია შეეხებოდა და ვერ გავექცეოდით ამ თემას, ეს ეხება მიხეილ სააკაშვილს. იმ პირობებში, როდესაც მთავარი ოპოზიციური პარტიის დამფუძნებელი, ლიდერი არის ტყვეობაში და გვინდა, რომ მოვემზადოთ არჩევნებისთვის და მერე ვთქვათ, რომ მერე არჩევნები ლეგიტიმურია და ეს ადამიანი ციხეში, ასე არ გამოვა, მას უნდა მიეცეს შესაძლებლობა მინიმალურ შეჯიბრში მიიღოს მონაწილეობა, მას უნდა მიეცეს პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვის შესაძლებლობა. ცხადია, ეს იყო ერთი პრიორიტეტული საკითხი, მნიშვნელოვანია ,რომ პრეზიდენტი სააკაშვილი არ იყოს ტყვეობაში და ყველას კარგად ახსოვს, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა დაასანქცირა ის მოსამართლეები, რომლებმაც პრეზიდენტ სააკაშვილს გამოუტანეს განაჩენი და მათ შორის აშშ-მ დაასანქცირა ის პროკურორი, ფარცხალაძე, რომელმაც საქმე შეთითხნა პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ, ამიტომ ცხადია, რომ ამ თემაზე ჩვენ გვქონდა საუბარი. მივაწოდეთ მნიშვნელოვანი ინფორმაციები, ასევე სანქციებთან დაკავშირებით, ყველა რუსეთის აგენტი, ჯაშუში, ვინც საქართველოს სახელმწიფოს ღალატობს, უნდა იყოს იდენტიფიცირებული, გამოვლენილი ისევე როგორც ფარცხალაძე, ისევე როგორც მოსამართლეთა კლანი და ცხადია, ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანესია ჩვენი პარტნიორების მუშაობა და მესამე, ჩვენ ყველამ ერთად კარგად უნდა გავიაზროთ ერთი რამ, ყველა კვლევა აჩვენებს მხოლოდ ერთ რამეს მხოლოდ - ნორმალური, სწორი კონფიგურაციის პირობებში ოპოზიციურ ფლანგზე რუსული ოცნების დამარცხება შესაძლებელია ამ პირობებშიც კი, 20138 წელს ქართველმა ხალხმა პირველ ტურში საპრეზიდენტო არჩევნებში უკვე გააკეთა, ახლა მნიშვნელოვანია მათ შორის ოპოზიციამ სხვის ეზოში კი არ ისროლოს კენჭები, არამედ გასწოროს სამიზნე, როგორც ჩვენ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გავერთიანდით, გაერთიანდნენ, ნახონ საერთო ენა და ვებრძოლოთ მთავარ მტერს და ეს არის ბიძინა ივანიშვილი.
ის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ უნდა იყვნენ , ეს საჯაროდ შეთანხმებული საკითხია, პოლიტიკური მძევლები ქვეყანაში არ უნდა იყვნენ, კლანის მოსამართლეების მიერ დაკავებული პოლიტიკური მძევლები და ფარცხალაძის გამოტანილი ბრალდებებით ადამიანები ტყვეობაში არ უნდა იყვნენ. ასევე, მნიშვნელოვანია, როდესაც თავისუფალ არჩევნებზე ვსაუბრობთ, ჩვენი პარტნიორისთვის მნიშვნელოვანია სუს-მა კი არ ჩაატაროს მამაოების ,პედაგოგების, პოლიტიკოსების, ჟურნალისტების თვალთვალით, დევნით და შემდეგ უკვე ამომრჩევლის დაშინებით, მოსყიდვით, ზეწოლით, არამედ არჩევნები იყოს თავისუფალი და ყველას ჰქონდეს თანაბარი პირობები და თანაბარი პირობების უზრუნველყოფის შემთხვევაში,, თუ პოლიტიკური მძევლები არ არსებობენ, ასევე მნიშვნელოვანია ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება, ლაზარე გრიგორიადისის, რუსული კანონის შემდეგ თუ ვინმე უნდა იყოს ციხეში, ეს არის კობახიძე და ეს არიან ის ადამიანები, ვინც ხელი მიაჭირეს რუსულ კანონს და დაირღვეს კონსტიტუცია, მაგრამ სჯიან ლაზარეს იმისთვის, რომ სხვას აღარასდროს არ გაუჩნდეს პროტესტის სურვილიც კი, ამიტომ ჩვენ ყველა ამ საკითხებზე ცხადია ვისაუბრეთ, პოლიტიკურ დევნაზე, რუსული ხელისუფლების რუსულ პროპაგანდაზე, მათ მავნებლურ პოლიტიკაზე, პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკურ მძევლობაზე და კიდევ გავიმეორებ, რომ ქართველ ხალხს ექნება სრული მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა