ქართველები რუსი ოკუპანტების ტყვეობაში - რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება ქართველი ტყვეების გამოსახსნელად?

14.11.23 20:00
ქართველები რუსი ოკუპანტების ტყვეობაში - რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება ქართველი ტყვეების გამოსახსნელად?

სრული მდუმარება, რომელიც დანაშაულის ტოლფასია - რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება ქართველი ტყვეების გამოსახსნელად? ამ დრომდე არც ერთ სამთავრობო უწყებას არც ერთი სიტყვა არ უთქვამს.

კადრები, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა მძიმე საყურებელია. ქართველ მებრძოლებს აიძულებენ, წინასწარ დაწერილი ტექსტი წაიკითხონ. ვიდეომასალას  ერთი შეხედვითაც კი ეტყობა მრავალჯერადი მონტაჟის კვალი - ქართველი ტყვეების ჩვენება სიტყვა-სიტყვით არის დაჭრილი. 

ერთ-ერთს ძალადობის კვალი სახეზე ეტყობა. რთული მისახვედრი არ არის, რა ზეწოლის ქვეშ მოუწიათ ქართველ მებრძოლებს ამ ტექსტის წაკითხვა.

გავრცელებული ინფორმაციით, ორი ქართველი რუსმა ოკუპანტებმა ტყვედ დონეცკის მახლობლად აიყვანეს.   ორივე უკრაინის საერთაშორისო ბატალიონის რიგებში იბრძოდა. რუსების სისასტიკე ტყვეების მიმართ ყველასთვის ცნობილია, ამიტომ ახლა ხელისუფლებამ უნდა თქვას, რას აკეთებს საკუთარი თანამოქალაქეების დასახსნელად.

ქართველები რუსი ოკუპანტების ტყვეობაში - ინა ცარციძის რეპორტაჟი

მსგავსი სიახლეები