თბილისის მერის PR-ისთვის 20 მილიონი დაიხარჯა

14.11.23 20:34
თბილისის მერის PR-ისთვის 20 მილიონი დაიხარჯა

 

20 მილიონი თბილისის მერის პიარისთვის - ბოლო 5 წელიწადში კახა კალაძემ სწორედ ამდენი გადაუხადა მერიის დაქვემდებარებულ სააგენტოს იმისთვის, რომ საკუთარი თავი საზოგადოებისთვის წარმოეჩინა. კალაძე ავტობუსში, მეტროში, გადათხრილ ქუჩებზე - ამ ვიდეოების გადაღებისა და სოციალურ ქსელში განთავსებისთვის 18-კაციანი ჯგუფი მუშაობს. სწორედ მათ მიიღეს 20 მილიონი მერისგან. 

როცა საქმეს აკეთებ საზოგადოებამ უნდა იცოდეს - ეს არის თბილისის მერის პასუხი პირველების კითხვაზე. ანუ საკუთარი თავის პიარში დახარჯული მილიონები კალაძეს არანაირ უხერხულობას არ უქმნის. დედაქალაქის მერისთვის არც ის არის უხერხული, რომ სარეკლამო ვიდეოებში აღმაშენებლის როლში მხოლოდ  მერია წარმოჩენილი და მასში არც ერთი ის პრობლემა არ მოხვდა, რომლის მოგვარებასაც თბილისელები ითხოვენ.

მსგავსი სიახლეები