"ოცნება" სალომე ზურაბიშვილს არალეგიტიმურად მიიჩნევს - ვინ დაგეგმა პრეზიდენტის არაღიარების კამპანია

14.11.23 20:15
"ოცნება" სალომე ზურაბიშვილს არალეგიტიმურად მიიჩნევს - ვინ დაგეგმა პრეზიდენტის არაღიარების კამპანია

ქვეყანა  პრეზიდენტის გარეშე დარჩა, არაღიარების კამპანია ზურაბიშვილის წინააღმდეგ - მმართველმა პარტიამ   პრეზიდენტი არალეგიტიმურად გამოაცხადა. "ოცნების" ლიდერები  ფიქრობენ, რომ  ზურაბიშვილი ქვეყნისთვის საშიშია და ამიტომ მისი დისკრედიტაციის ახალი ტალღა დაგეგმეს - გადაწყვიტეს სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტი აღარ უწოდონ. ვის მოუვიდა თავში ეს აზრი მარტივი გამოსაცნობია. ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სხდომა დღეს ზურაბიშვილის ლანძღვით გახსნა.

როდემდე  გააგრძელებს "ოცნება" პრეზიდენტის არაღიარების კამპანიას არავინ იცის, ან რას იზამს მაგალითად 26 მაისს, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, როდესაც  სამხედრო აღლუმს ქვეყნის მთავარსარდალი იბარებს.

არ არის გამორიცხული, ეროვნული დღესასწაულიდან ივანიშვილის გუნდმა სალომე ზურაბიშვილი ჩახსნას.  გაშავების კამპანია, რომელიც ახალ მასშტაბზე გავიდა საქართველოს პრეზიდენტს არ ადარდებს. ზურაბიშვილი ამ დრომდე არ თვლის საჭიროდ  ოლიგარქის პოლიტიკურ მემკვიდრეებს პასუხი გასცეს.

პრეზიდენტის არაღიარების პოლიტიკა - ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟი

მსგავსი სიახლეები