ე.წ. ნარუშილოვკების ახალი ტალღა - "ბას ლაინები" პრივილეგირებულები ადამიანებისთვის
ე.წ ნარუშილოვკების ახალი ტალღა ქვეყანაში - "ბას ლაინები" პრივილეგირებულები ადამიანებისთვის.
იქ, სადაც მხოლოდ ავტობუსის და ტაქსის გადაადგილებაა დაშვებული, დადიან სხვებიც და არავინ აჯარიმებთ. თბილისში ეს ამბავი უკვე სისტემურ სახეს იღებს. მაშინ, როდესაც საცობების გრძელ რიგში ათეულობით მანქანა დგას, ამ დროს, ვიღაც ხელისუფლებასთან დაახლოებული ადამიანი შავი ჯიპით სწრაფად და შეუფერხებლად გადაადგილდება ავტობუსის ზოლში. დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ამტკიცებს, რომ ეს შსს-ში არსებული მავნე პრაქტიკის შედეგია.