დაუდგამს თუ არა ირაკლი კობახიძე ელისო ბოლქვაძეს პარლამენტში როიალს?

14.11.23 20:44
დაუდგამს თუ არა ირაკლი კობახიძე ელისო ბოლქვაძეს პარლამენტში როიალს?

დაუდგამს თუ არა ირაკლი კობახიძე ელისო ბოლქვაძეს პარლამენტში როიალს. მუსიკოსი დეპუტატი საკანონმდებლო ორგანოში მისთვის კარგად ნაცნობ ინსტრუმენტს ისევ  ითხოვს.   მაშინ, როდესაც პარლამენტის ბიუროს სხდომაზე  დეპუტატები  ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხებზე მსჯელობდნენ, ელისო ბოლქვაძემ მიკროფონის ჩართვა საგანგებოდ მოითხოვა და თქვა, რომ პარლამენტში ერთი როიალი აუცილებელია. ამის შემდეგ მუსიკოსი კაბინეტში ჩაიკეტა და დამატებით ჟურნალისტებთან არაფერი უთქვამს.  მდინარაძე კი  ამტკიცებდა, რომ გასაკვირი არაფერია და მზად არიან დეპუტატის ეს თხოვნა დააკმაყოფილონ. ახლა საინტერესოა, სად დაიდგმება როიალი პარლამენტში და ბოლქვაძის გარდა, ვინ დაუკრავს ინსტრუმენტზე.

მსგავსი სიახლეები