"ოცნება" "ლელოს" წინააღმდეგ

14.11.23 20:27
"ოცნება" "ლელოს" წინააღმდეგ

 

არჩევნების მოახლოებასთან ერთად ქართული ოცნების თავდასხმა ოპოზიციური პარტიებზე სისტემატურ  სახეს იღებს. ამჯერად სამიზნე "ლელოა".

მმართველი გუნდი მამუკა ხაზარაძის აშშ-ში ხანგრძლივმა ოფიციალურმა ვიზიტმა წყობიდან გამოიყვანა.  შეხვედრები სენატში, კონგრესში, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და  ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტში - "ოცნებისთვის" თბილისიდან  იოლი საყურებელი არ აღმოჩნდა.  

პარტიაში კარგად იციან, რა ინფორმაცია  შეიძლებოდა  მიეწოდებინა ხაზარაძეს  იმ ადამიანებისთვის , ვინც ქვეყანაში გადაწყვეტილებებს იღებს.   ბოლო წვეთი კი  ამერიკის ხმასთან "ლელოს" ლიდერის ინტერვიუ გახდა, სადაც  ის სანქციებზე საუბრობს.

"ოცნება" ამტკიცებს, რომ ოპოზიციის ლიდერმა შტატებში  ოლიგარქისა და მისი გარემოცვის დასანქცირება  მოითხოვა, რაც  მათი შეფასებით ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა.

მსგავსი სიახლეები