კოალიცია იმარჯვებს- რას ფიქრობს ხალხი
კოალიციური მთავრობა გარდაუვალია, ოპოზიციური ამომრჩეველი გაცილებით მეტია ვიდრე "ქართული ოცნების" მხარდამჭერები. IRI-ის კვლევის შედეგები პირდაპირი გზავნილია ოპოზიციისთვის, რომ ძალების გაერთიანებაა აუცილებელი. კვლევები ჯერ არ გასაჯაროებულა, თუმცა პარტიებს უკვე გააცნეს. ოცნების მიერ შექმნილი საკანონმდებლო ბარიერების მიუხედავად ახლა ოპოზიციამ უნდა იპოვოს გზები დაახლოებისთვის.
მომავალ პარლამენტში მინიმუმ 100 მანდატს მივიღებთ - ეს არის ოცნების პასუხი IRI-ის კვლევებს. ხელისუფლებაში ყოფნის 12 წლის თავზე მმართველი გუნდი საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვებას აანონსებს, თუმცა "ოცნების" თავდაჯერებულობას ცივი წყალი გერმანიის ელჩმა გადაასხა. დიპლომატმა პირდაპირ უთხრა ხელისუფლებას, რომ ევროკავშირი არ მიიღებს ისეთ ქვეყანას, სადაც არჩევნები ეჭვებს ბადებს.
ახლა ჯერი ოპოზიციაზეა. რა გზას ირჩევენ პარტიები ოცნების დასამარცხებლად? - რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟი