"გრძელვადიან პოლიტიკურ ნდობაზე უნდა იყოს აგებული" - ლიკა გახარია ხელისუფლების ცვლილების გზებზე
„ხალხს რა უნდა - უნდა სტაბილურობა, დაცულობა, სამართლიანი სასამართლო და ცხოვრების ჯანსაღი ხარისხი, ამ თემებზე საუბარს ითხოვს ხალხი, მას აინტერესებს, ვინ შესთავაზებს უკეთესს... გრძელვადიან პოლიტიკურ ნდობაზე უნდა იყოს აგებული,“ - ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ წევრმა ლიკა გახარიამ „რეაქციაში“ გააკეთა.
როგორც გახარია ამბობს, იმისთვის, რომ ამომრჩევლის მობილიზება მოხდეს, საზოგადოებას პოლიტიკოსები იმ საკითხებზე უნდა ესაუბრებოდნენ, რაც მათთვის მნიშვნელოვანია.
რა უნდა ქნას პოლიტიკურმა პარტიამ - უნდა შექმნას პროდუქტი, შინაარსი და მიიტანოს ამომრჩევლამდე. როდესაც სხვებს ვაკვირდები, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ხალხი ჰგონიათ არსისგან დაცლილი მასა, რომელიც რეაგირებს ზედაპირულ იმპულსებზე, სლოგანებზე, პოპულისტურ განცხადებებზე - ეს არ მომწონს და სწორედ ევროპულ საქართველოში დავინახე ის ძალა, რომელიც ხალხის ღირსებას უფრთხილდება,“ - ამბობს გახარია.