ერთადერთი შანსი აქვს „ქართულ ოცნებას“, 43%-იან ბარიერი გადალახოს, თუ მას სააკაშვილი მიეხმარება - ვაშაძე

15.06.21 14:44
ერთადერთი შანსი აქვს „ქართულ ოცნებას“, 43%-იან ბარიერი გადალახოს, თუ მას სააკაშვილი მიეხმარება - ვაშაძე

ერთადერთი შანსი აქვს „ქართულ ოცნებას“, 43- პროცენტიანი ბარიერი გადალახოს, თუ მას მიხეილ სააკაშვილი მიეხმარება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, ჟურნალისტებთან თქვა.

ვაშაძის  თქმით,  კახა კალაძეს წინასაარჩევნოდ  „საკამპანიო კეკლუცობა" უკვე დაწყებული აქვს. 

„ქართული ოცნება" არის უმძიმეს ვითარებაში, ნულოვანი შანსი აქვს, რომ 43 %-იანი ბარიერი გადალახოს, თუ ზოგიერთი ოპოზიციური ძალა მას არ მიეხმარა, აქედან გამომდინარე, დაიწყეს კამპანია, დაიწყეს ადმინისტრაციული რესურსის გამიყენება, ბატონ კალაძეს ის კი არ აინტერესებს, ლილოს ნაგავსაყრელის გამო კრედიტი რომ აქვს აღებული, პროცენტის პროცენტს ვიხდით ტყუილად და ნაგავსაყრელი არაა გაკეთებული, აინტერესებს საკამპანიო კეკლუცობა, რომელიც მან დაიწყო. ხომ ვხედავთ, რომ საარჩევნო კამპანია დაწყებული აქვთ, იმიტომ რომ ეშინიათ, იციან, რომ წააგებენ, რესურსი ამოწურა „ქართულმა ოცნებამ“, დინების საწინააღმდეგოა, რომ დღესაც ხელისუფლებაში არიან, ამიტომ ყველა ადმინისტრაციულ რესურსს იყენებენ.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ კამპანიას, ერთადერთი შანსი აქვს „ქართულ ოცნებას“, 43 - პროცენტიანი ბარიერი გადალახოს, თუ მას მიხეილ სააკაშვილი მიეხმარება, სხვა შემთხვევაში, ის ვერ გადალახავს ამ ბარიერს. მე ვერავის ავუკრძალავ გამოჩენას, ვერავის დავუწესებ ცენზურას, მე ვთქვი ის, რაც არის სიმართლე, ეს საქართველოში იცის ყველამ, ბევრჯერ გამოჩნდება, ბევრჯერ შეაშინებს ხალხს, ბევრჯერ ექნება რევანშისტური რიტორიკა?- დამერწმუნეთ ეს არის ერთადერთი გზა, რომ 43 - პროცენტიანი ბარიერი გადალახოს „ქართულმა ოცნებამ“, სხვა შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ განადგურებით დაასრულებს ოქტომბრის არჩევნებს,"  -  ამბობს ვაშაძე.