ან ნაბიჯი წინ ევროპისკენ ან ნახტომი უკან რუსეთისკენ - თევზაძე 2024 წლის არჩევნებზე

14.11.23 21:51
ან ნაბიჯი წინ ევროპისკენ  ან ნახტომი უკან რუსეთისკენ - თევზაძე 2024 წლის არჩევნებზე

„რა უნდა გავაკეთოთ და აუცილებლად, 2024-ში ყველა უნდა მივიდეს არჩევნებზე, იმიტომ, რომ შეიცვალოს დღევანდელი ხელისუფლება,“ - ეს განცხადება პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა რუსუდან თევზაძემ „რეაქციაში“ გააკეთა.
როგორც რუსუდან თევზაძე ამბობს, არჩევნებზე მისვლის გარდა, მნიშვნელოვანია ხმების დაცვა. თევზაძის თქმით, ხელისუფლების მიზანი ორპოლუსიანობის შენარჩუნებაა.

უნდა მივიდეს არჩევნებზე, ერთია, მაგრამ ამის პარალელურად, აუცილებლად ერთობლივად ყველამ, არავინ არ უნდა დაიშუროს ძალისხმევა, რომ ეს არჩევნები უნდა დავიცვათ მაქსიმალურად, არჩევნები უნდა ჩატარდეს თავისუფალ რეჟიმში და იმ პოზიტიური შედეგით უნდა გავიდეთ ფონს, რა პოზიტიური შედეგის სურვილიც აქ გაგვაჩნია.
 „ოცნება“ გაცვდა, ბუნებრივი მოცემულობაა და ამ ყველაფერს ემატება წყურვილი ხელისუფლებაში ყოფნისა. 
გორბის კვლევა ყველამ ნახა და ეს კვლევა შეიძლება გამოვიყენოთ ინდიკატორად, ორი რამის ინდიკატორია - ოცნებას უკიდურესად მძიმედ აქვს საქმე და ის, რომ ოცნებას და ენმ-ის მარჯვენა და მარცხენა ხელივით სჭირდებათ ერთმანეთი, ისინი უბრალოდ ერთმანეთის გარეშე არასიცოცხლისუნარიანი არიან. მეორე მნიშვნელოვანი ინდიკატორი - პარტია საქართველოსთვის მოსაწონი - ოცნება რაც უფრო ბოლოში გადაგვაადგილებს, ეს ნიშნავს ჩვენს წინსვლას, განვითარებას.

2024-ში ისე მარტივად არის საქმე მოსახლეობისთვის, უნდა გააკეთონ არჩევანი ან ნაბიჯი წინ ევროპისკენ, მაშასადამე, განვირთარება ან ნახტომი უკან რუსეთისკენ და ეს განვიტარება კი არა, ტრაგედია იქნება,“ - ამბობს თევზაძე.
 

მსგავსი სიახლეები