ყველა მოღალატე ჩადგება მურუსიძის და ფარცხალაძის რიგებში და ისინი ნამდვილად დასანქცირდებიან - მეტრეველი

14.11.23 22:15
ყველა მოღალატე ჩადგება მურუსიძის და ფარცხალაძის რიგებში და ისინი ნამდვილად დასანქცირდებიან - მეტრეველი

„ოცნება რომ კარგავს ძალაუფლებას, ეს კვლევებიდან ჩანს და მოსახლეობას რომ გავესაუბრებით, ვნახავთ რა განწყობებია, ქვეყანაში ტრიალებს ცვლილებების სურნელი“, - ეს განცადება „ლელოს“ აღმასრულებელმა მდივანმა დეა მეტრეველმა „რეაქციაში“ გააკეთა.

როგორც დეა მეტრეველი ამბობს, საპარლამენტო არჩევნების დროს უმთავრესი იქნება ხმების დაცვა. მეტრეველის თქმით, დასავლელ პარტნიორებთან კომუნიკაცია მნიშვნელოვანია, წინააღმდეგ შემთხვევაში „გაგვიჭირდება რუსული ხელისუფლების ბრჭყალებიდან დავიხსნათ ქვეყანა“. 

დარწმუნებული ვარ, მოსახლეობა 2024 წელს ძალიან პრინციპულ არჩევანს გააკეთებს, თუმცა ხმები დასაცავია და ამ მხრივ კოორდინაცია პროევროპულ პარტიებს შორის უმნიშვნელოვანესია.
მამუკა ხაზარაძე შეხვდა სენატორებს, კონგრესში ჰქონდა შეხვედრები, სახელმწიფო დეპარტამენტში და სრული ისტერიკაა ოცნების რიგებში, სახე დაკარგა დღეს ყველა ოცნების წარმომადგენელმა და საინტერესოა, რა ხდება, რატომ ანერვიულდნენ, იმიტომ ხომ არა, რომ აშშ 2024 წლის არჩევნებისთვისაც ქართული საზოგადოების გვერდში იდგება და უპრეცენდენტო რაოდენობის დამკვირვებელი იქნება გამოგზავნილი როგორც აშშ-დან, ისე ევროკავშირისგან.
შფოთის მიზეზი ის ხომ არ არის, რომ აშშ აპირებს ახალი სანქციების პაკეტის შემუშავება, რაზეც მამუკა ხაზარაძემ ისაუბრა და არაფერია გასაკვირი, დიახ, ჩვენი ქვეყნის მოღალატეები უნდა დასანქცირდნენ, უნდა დასანქცირდნენ ჩვენი პარტნიორების მხრიდან და მათ არ უნდა მიეცეთ საშუალება ასე თავისუფლად ნაქურდალი და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის გაღატაკების ხარჯზე მოიწყონ ფუფუნებით ცხოვრება ჩვენს ქვეყანაში თუ საზღვრებს გარეთ... ყველა მოღალატე ჩადგება მურუსიძის და ფარცხალაძის რიგებში და ისინი ნამდვილად დასანქცირდებიან,“ - ამბობს მეტრეველი.

 

მსგავსი სიახლეები