ახალი გამწვავებების თავიდან ასაცილებლად საქართველოსთან მუშაობაა საჭირო - რუსეთის საგარეო გინტურის მკვლელობაზე

15.11.23 11:59
ახალი გამწვავებების თავიდან ასაცილებლად საქართველოსთან მუშაობაა საჭირო - რუსეთის საგარეო გინტურის მკვლელობაზე

კირბალში თამაზ გინტურის მკვლელობის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ  ე.წ. საზღვარზე ახალი გამწვავებების თავიდან ასაცილებლად საქართველოსთან მუშაობაა საჭირო. ინფორმაციას კრემლის პროპაგანდისტული მედია ავრცელებს.

ამასთან, სერგეი ლავროვის მოადგილე ქართველებს ე.წ. საზღვრის კვეთაში ადანაშაულებს.

საქართველოს მოქალაქეების მიერ სამხრეთ ოსეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბოლო ინციდენტის ფონზე, ხაზი გაესვა თანათავმჯდომარეების უფრო ენერგიულ მუშაობას ოფიციალურ თბილისთან, რათა თავიდან ავიცილოთ ახალი გამწვავებები საქართველო-სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო ზონაში", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გალუზინისა და ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

გალუზინის ცნობით, შეხვედრაზე ხაზი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ე.წ. საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის მნიშვნელობასაც გაესვა. 

მსოფლიოში უსაფრთხოების განმტკიცების მცდელობის კონტექსტში, რუსულმა მხარემ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ერთის მხრივ თბილისსა და სოხუმს და ცხინვალს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების შემუშავების მნიშვნელობაზე. ასევე, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საქართველოს საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყებაზე მათი შემდგომი დემარკირებით, - ნათქვამია შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრას გალუზინის გარდა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ვიორელ მოსანუ და ასევე ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მოადგილეები სამხრეთ კავკასიაში და გაეროს წარმომადგენელი ესწრებოდნენ. 

მსგავსი სიახლეები