კალაძის თქმით, თბილისს ახალი მთავარი ნაძვის ხე ექნება - მერია 730 ათას ლარს დახარჯავს

15.11.23 12:11
კალაძის თქმით, თბილისს ახალი მთავარი ნაძვის ხე ექნება - მერია 730 ათას ლარს დახარჯავს

წელს თბილისს ახალი მთავარი ნაძვის ხე ექნება - როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, გასულ წელს საახალწლო ნაძვის ხეს ფეიერვერკის გასროლის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა და დაზიანდა.

"საახალწლო სოფელი“ წელს განთავსდება ორბელიანის მოედანსა და დედაენის ბაღში. ეს ორი ადგილი იქნება, სადაც საახალწლო დღეებში შეგვეძლება ჩვენი პატარებით მისვლა. შესაბამისი სივრცე მოეწყობა ყველა თაობის ადამიანისთვის. რაც შეეხება გალაკონცერტს, ყველა მსურველს რესპუბლიკის მოედანზე 31 დეკემბერს ვუმასპინძლებთ. გპირდებით, რომ ჩვენი ქალაქი წელს ძალიან ლამაზი იქნება და ბევრი ადამიანი ისიამოვნებს", - აღნიშნა კახა კალაძემ.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის მერია 2024 წლის მთავარი ნაძვის ხისთვის 730 ათას ლარს დახარჯავს. თბილისის მერიამ ნაძვის ხე 2019 წელს იტალიიდან ჩამოიტანა და თითქმის 1 მილიონ ლარად შეიძინა.

მსგავსი სიახლეები