მოლაპარაკების მაგიდასთან ირაკლი ღარიბაშვილი აღარ იქნება

12.03.21 12:43
მოლაპარაკების მაგიდასთან ირაკლი ღარიბაშვილი აღარ იქნება

ირაკლი ღარიბაშვილი  ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში ჩართული აღარ იქნება. მის ნაცვლად წარმოდგენილი იქნებიან  ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და კახა კუჭავა. ამის შესახებ ღარიბაშვილმა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჩვენ ვიქნებით შედეგზე ორიენტირებული მხარე, რომელიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს. ჩვენ გავქვს მოლოდინი რომ პროცესი დასრულდება მოკლე დროში, იმედი გვაქვს ჩვენი ოპოზიციის კონსტრუქციულობის.  
ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, ჩვენი მხრიდან ჩართული იქნება კახა კუჭავა, ირაკლი კობახიძე და არჩილ თალაკვაძე - თქვა ღარიბაშვილმა. 
 

შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წარმომადგენელი კრისტიან დენიელსონი უკვე თბილისშია. დენიელსონი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების მედიაციის პროცესში ჩაერთვება.