ვერავისგან ვერ მივიღებთ მითითებას - "ხალხის ძალის" ახლი მუქარა ამერიკის ელჩს
"ხალხის ძალის" ახლი მუქარა ამერიკის ელჩს - "ოცნების" პრორუსული დანაყოფისთვის ამჯერად მიუღებელი ახალი ელჩის კრიტიკა გახდა. გურამ მაჭარაშვილისთვის მიუღებელი რობინ დანიგანის განცხადება გახდა, რომელმაც თქვა, რომ შტატებს ჰქონდა მოლოდინი, რომ საქართველოს ხელისუფლება მოსამართლეების და ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ ამ საქმეებზე გამოძიებას დაიწყებდა.
თუ მან დაიწყო ისეთივე არასწორი რიტორიკით საუბარი, როგორც მისმა წინამორბედმა, ბუნებრივია, რომ ჩვენი მხრიდან აუცილებლად მიიღეს იმ ობიექტურ შეფასებას, რა ობიექტური შეფასებების გამოც ევროპამ ჩათვალა, რომ ჩვენი ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუს. ის ე.წ. სანქციები, რომლებიც იყო მოსამართლეების მიმართ, დადგინდა, რომ არავითარი მტკიცებულებები არ ჰქონდა. მე თქვენ რომ დაგაბრალოთ დანაშაული, თქვენ უნდა ამტკიცოთ, რომ არ ხართ დამნაშავე? ჩვენ ვერავისგან ვერ მივიღებთ მითითებას და ვერანაირ მინიშნებას. საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა და თავისი უწყებები კონსტიტუციის შესაბამისად გადაწყვეტენ, რაზე უნდა დაიწყოს გამოძიება და რაზე არა. იქ რაზეც ამბობენ, რომ მტკიცებულება არ არსებობს, ბუნებრივია, ამაზე გამოძიება არ დაიწყება". - ამბობს მაჭარაშვილი.