ამერიკის ელჩის სკანდალური განცხადება - "ოცნება" თავის მართლების რეჟიმშია

15.11.23 13:27
ამერიკის ელჩის სკანდალური განცხადება - "ოცნება" თავის მართლების რეჟიმშია

სკანდალური განცხადების შემდეგ კი, "ოცნება" თავს იმართლებს, ამბობენ, რომ მურუსიძის და მის დაჯგუფების კორუფციული გარიგებების შესახებ მტკიცებულებებს შტატებისგან ელოდებოდნენ, თუმცა თავად რა გააკეთეს ვერ ამბობენ.

არჩილ თალაკვაძის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტმა ვერც ოთარ ფარცხალაძის შემთხვევაში წარმოადგინა მტკიცებულებები.

ჩვენმა მხარემ, სახელმწიფომ მოითხოვა შესაბამისი მტკიცებულებები, რის საფუძველზეც ამ საკითხის მთლიანად ამოწურვა შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ ეს მტკიცებულებები ან რაიმე ტიპის დოკუმენტაცია არ არის მიღებული. ბატონი ფარცხალაძის შემთხვევაშიც, სახელმწიფო უწყებებმა იმოქმედეს კანონის პრინციპების სრული დაცვით, როგორც იუსტიციის სამინისტრომ მოქალაქეობასთან დაკავშირებით, ისე საგამოძიებო სტრუქტურებმა გამოძიების მიმართულებით. აქაც არის იგივე საკითხი, იგივე პრობლემა, რომ მტკიცებულებები, რის საფუძველზეც მას სანქციები დაუწესდა, ჯერჯერობით არ არის გადმოცემული". - ამბობს არჩილ თალაკვაძე.

"ოცნებისთვის" მიუღებელი რობინ დანიგანის განცხადება გახდა, რომელმაც თქვა, რომ შტატებს ჰქონდა მოლოდინი, რომ საქართველოს ხელისუფლება მოსამართლეების და ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ ამ საქმეებზე გამოძიებას დაიწყებდა. 

მსგავსი სიახლეები