ფარცხალაძეს მზითვის სკივრი გაუკეთეს და გააცილეს რუსეთში - მანჯგალაძე

15.11.23 13:38
ფარცხალაძეს მზითვის სკივრი გაუკეთეს და გააცილეს რუსეთში - მანჯგალაძე

ფარცხალაძეს მზითვის სკივრი გაუკეთეს და გააცილეს რუსეთში - ასე ეხმაურება ამერიკის ელჩის სკანდალურ განცხადებას "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე.

მანჯგალაძე სასამართლო კლანზეც საუბრობს და ამბობს, რომ მოსამართლე მურუსიძე არის პირი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს სასამართლო ჯიბეში ჩაუდო, ამიტომაც იმის მოლოდინი, რომ საქართველოს ხელისუფლება, ამერიკის მიერ მათი დასანქცირების შემდეგ რაიმე ნაბიჯებს გადადგამს, არ არსებობს.

რეგულაციები შეცვალეს ხომ, საბანკო რეგულაციები იმისთვის, რომ  ფარცხალაძე მზითვით გაეშვათ საქართველოდან. კი არ დასაჯეს ადამიანი, კი არ დაიწყეს გამოძიება, კი არ შეუჩერეს მასთან დაკავშირებულ ადამიანებს უფლებამოსილება, პირიქით, დიდი მზითვის სკივრი გაუკეთეს და გააცილეს რუსეთში. რაც შეეხება კლანს, კლანი არის სასამართლოს, ხშირად ამბობენ, რომ მურუსიძის კლანი, მურუსიძის კლანი კი არ არის, მურუსიძე არის პირი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს მიუტანა სასამართლო და ჩაუდო უკანა ჯიბეში", - ამბობს მანჯგალაძე.

"ოცნებისთვის" მიუღებელი რობინ დანიგანის განცხადება გახდა, რომელმაც თქვა, რომ შტატებს ჰქონდა მოლოდინი, რომ საქართველოს ხელისუფლება მოსამართლეების და ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ ამ საქმეებზე გამოძიებას დაიწყებდა. 

 

მსგავსი სიახლეები