"ოცნება" ხარაკირს ვერ ჩაიტარებს! მურუსიძეს და ფარცხალაძეს არ დაიჭერს! - ლილუაშვილი

15.11.23 13:46
"ოცნება" ხარაკირს ვერ ჩაიტარებს! მურუსიძეს და ფარცხალაძეს არ დაიჭერს! - ლილუაშვილი

პარტია "საქართველოსთვის" წევრი ბექა ლილუაშვილი ამბობს, რომ "ოცნებისთვის" ოთარ ფარცხალაძის და ლევან მურუსიძის დაჭერა ხარაკირის გაკეთების ტოლფასი იქნება, რადგან სწორედ მათი იმედი აქვს არჩევნებისთვის, ამიტომაც, ოპოზიციონერის თქმით, მმართველი გუნდი ამას არ გააკეთებს.

"ქართული ოცნება" ხარაკირს ხომ ვერ ჩაიტარებს არა. ეგეთი, ასე ვთქვათ პასუხისმგებლობაც არ აქვთ, რომ დათმონ ის მექანიზმები და ინსტრუმენტები, რაც მისი არალეგიტიმური ძალაუფლების გარანტირების შესაძლებლობას აძლევს. მურუსიძეს როგორ დაიჭერს, მურუსიძემ უნდა გაუპრავოს ხომ არჩევნების შედეგები, უკაცრავად ჟარგონისთვის. ფარცხალაძის ჩართულობა ბიზნესში, შავი სალაროს შევსებაში და "ქოლცენტრებში" კეზერაშვილთან ერთად, ეს მთელმა თბილისმა და არამხოლოდ თბილისმა იცის. ფული საიდან უნდა მოიტანოს ფარცხალაძე რომ დაიჭიროს".- ამბობს ლილუაშვილი. 

"ოცნებისთვის" რობინ დანიგანის განცხადება მიუღებელი აღმოჩნდა. ამერიკის ელჩმა თქვა, რომ შტატებს ჰქონდა მოლოდინი,  საქართველოს ხელისუფლება მოსამართლეების და ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ ამ საქმეებზე გამოძიებას დაიწყებდა. 

მსგავსი სიახლეები