ადამიანები, რომლებიც ალაზნის ხოხბებზე გვესაუბრებიან, ეცდებიან, დარჩნენ სასამართლო სისტემაში - ჯაფარიძე სანქცირებულ "კლანზე"

15.11.23 13:32
ადამიანები, რომლებიც ალაზნის ხოხბებზე გვესაუბრებიან, ეცდებიან, დარჩნენ სასამართლო სისტემაში - ჯაფარიძე სანქცირებულ "კლანზე"

ადამიანები, რომლებიც ალაზნის ხოხბებზე გვესაუბრებიან, ეცდებიან, დარჩნენ სასამართლო სისტემაში - ასე ეხმაურება "გირჩი-მეტიო თავისუფლების" ლიდერი ზურა ჯაფარიძე სანქცირებულ "კლანზე" ამერიკის ელჩის სკანდალურ განცხადებას.

ჯაფარიძე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება არაფერს არ გამოიძიებს.

არავინ არაფერს არ გამოიძიებს და არავინ არავის არ დაიჭერს, ამის მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს არავის ამ ხელისუფლების პირობებში. აქ ვერ გავიგე რას იძახის, მოშლა ნიშნავს საკუთარი ძალაუფლების შერყევას, ამ ნაბიჯებს ისინი არ გადადგამენ, შესაბამისად ეს ადამიანები, რომლებიც ალაზნის ხოხბებზე გვესაუბრებიან მაქსიმალურად შეუწყობენ ხელს, რომ დარჩნენ სასამართლო სისტემის ძალაუფლებაში", - ამბობს ჯაფარიძე.

"ოცნებისთვის" მიუღებელი რობინ დანიგანის განცხადება გახდა, რომელმაც თქვა, რომ შტატებს ჰქონდა მოლოდინი, რომ საქართველოს ხელისუფლება მოსამართლეების და ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ ამ საქმეებზე გამოძიებას დაიწყებდა. 

მსგავსი სიახლეები