რა არის ცუდი იმაში, რომ ადამიანს მილიონი აქვს? - "ოცნების" მილიონერი დეპუტატი
"ქართული ოცნების" მილიონერი დეპუტატებისთვის გაუგებარია, რა არის ცუდი იმაში, რომ ადამიანი მილიონერია. ანტონ ობოლაშვილის თქმით, დეპუტატები ფულს საკუთარი შრომით გამოიმუშავებენ და ეს ცუდად არაფერზე ისახება.
რა არის ცუდი იმაში, რომ ადამიანს აქვს მილიონი? ანუ ცუდი ადამიანია თქვენი განსაზღვრებით? ამ ადამიანს ხომ თავისი ნაშრომი აქვს? თავისი შექმნილი აქვს და მისი მილიონერობა რაზე ისახება ცუდად? მე ჩემზე გესაუბრებით, გამოსული ვარ ბიზნესის მართვიდან, - ამბობს ობოლაშვილი.
ხალხის რჩეულები ხელფასებს იორმაგებენ. საკითხზე კენჭისყრა დღესვეა დაგეგმილი. ხელფასის მომატებას "ოცნების" მილიონერი დეპუტატებიც ემხრობიან. ოპოზიცია ინიციატივას მხარს არ უჭერს.