"მომიძებნეთ გაჭირვებული სტუდენტები" -"ოცნების" მილიონერი დეპუტატი ქვეყანაში შეჭირვებულ სტუდენტებს ეძებს
"მომიძებნეთ გაჭირვებული სტუდენტები" -"ოცნების" მილიონერი დეპუტატი ქვეყანაში შეჭირვებულ სტუდენტებს ეძებს. ელგუჯა გოცირიძე იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სწავლას უსახსრობის გამო ვერ ახერხებენ, სწავლის საფასურის გადახდას ჰპირდება.
მე საერთოდ არ ვიღებ ხელფასს. მომიძებნით შეჭირვებული ოჯახები და სტუდენტები, რომლებსაც უჭირთ სწავლა და სწავლის ღირებულების გადახდა. პირობას გაძლევთ, გადავუხდი ყველას, - ამბობს ელგუჯა გოცირიძე.
ხალხის რჩეულები ხელფასებს იორმაგებენ. საკითხზე კენჭისყრა დღესვეა დაგეგმილი. ხელფასის მომატებას "ოცნების" მილიონერი დეპუტატებიც ემხრობიან. ოპოზიცია ინიციატივას მხარს არ უჭერს.