ქართველები რუსი ოკუპანტების ტყვეობაში - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი კომენტარი
ქართველები რუსი ოკუპანტების ტყვეობაში - რამდენიმესაათიანი დუმილის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პირველ კომენტარს აკეთებს.
უწყების მტკიცებით, "ქართული მხარე გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საერთაშორისო მექანიზმს, მათ შორის წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციას და შვეიცარიის კონფედერაციას, საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დასაცავად".
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღია წყაროებზე დაყრდნობით, ინფორმირებულია უკრაინაში მებრძოლი საქართველოს ორი მოქალაქის გ.გ. და გ.შ. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ სამხედრო მოქმედებებისას ტყვედ აყვანის შესახებ.
ქართული მხარე გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საერთაშორისო მექანიზმს, მათ შორის წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციას და შვეიცარიის კონფედერაციას, როგორც საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის მედიატორს, საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დასაცავად"- წერს საგარეო.
რუსების მიერ უკრაინაში მებრძოლი ორი ქართველის ტყვედ აყვანის შესახებ ინფორმაცია, გუშინ, 14 ნოემბერს გახდა ცნობილი.