სანქცირებული მოსამართლეების სკანდალი - "ოცნება" ისევ მტკიცებულებებს ითხოვს
"ქართული ოცნების" ლიდერი მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ მოსამართლეებისთვის ვიზის შეზღუდვა სანქცია არ იყო. მისი თქმით, პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო საგამოძიებო უწყება გამოძიებას ვერ დაიწყებდა.
როდესაც ეს საკითხი დაისვა, ჩვენ მოვითხოვეთ ჩვენი პარტნიორებისგან, რომ ერთი მტკიცებულება მაინც დაედოთ იმ არგუმენტთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში, სანქცირება იყო თვითონ ფაქტი და მეორე შემთხვევაში, სანქცირება მოსამართლეების შემთხვევაში არ იყო ფაქტი, ეს იყო უბრალოდ, უვიზო შეზღუდვა და ამას მოჰყვა პოლიტიკური განცხადება. პოლიტიკურ განცხადებას რომ დაედოს სისხლის სამართლებრივი დევნა საფუძვლად და არა ფაქტი, ამ შემთხვევაში, ნებისმიერი განცხადება რაც მე გავაკეთო ახლა ენმ-ს რომელიმე წევრის მიმართ, რომელიც აბსოლუტურად მართალი შეიძლება იყოს, მაგრამ მტკიცებულება არ იყოს, შეიძლება გამოძიების საფუძველი გახდეს...ქართულ სახელმწიფოს ეს მინიშნება ხომ არ გაუტარებია? დაიწყო გამოძიება, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ამ გამოძიების ფარგლებში ჯერ არავის მსოფლიოს არცერთი კუთხიდან არ მოუწოდებია მტკიცებულება. გამოძიება წყდება მაშინ, როდესაც გადის გარკვეული დრო და მტკიცებულებების არ არსებობის გამო შეიძლება ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს საგამოძიებო ორგანომ. ჩვენ არ ვიცით ეს დეტალები, - ამბობს მდინარაძე.
ამერიკის ელჩმა თქვა, რომ შტატებს ჰქონდა მოლოდინი, საქართველოს ხელისუფლება მოსამართლეების და ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ ამ საქმეებზე გამოძიებას დაიწყებდა.