საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ 88 დეპუტატს ემსახურება 45 პერსონალური მანქანა - რომან გოცირიძე

15.11.23 15:47
საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ 88 დეპუტატს ემსახურება 45 პერსონალური მანქანა - რომან გოცირიძე

 "საქართველოში არის კომერციული პარლამენტი. ყოველ მესამე დეპუტატს ემსახურება პერსონალური მანქანა"- ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ ხელმძღვანელმა, რომან გოცირიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც დეპუტატების ხელფასების მომატების შესახებ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.

გოცირიძე გამოდის ინიციატივით, რომ პარლამენტის თავმჯდომარის გარდა, სამსახურებრივი ავტომობილით მომსახურება ყველა სხვა დეპუტატს გაუუქმდეს: 

თუ ჩავთვლით, რომ თანამდებობები არის უმრავლესობის, თუ ჩავთვლით, რომ 15 კომიტეტში თუ არის 30 პერსონალური მანქანა, 30-ვე ავტომობილი ემსახურება უმრავლესობას. საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ 88 დეპუტატს ემსახურება 45 პერსონალური მანქანა. პარლამენტის თავმჯდომარის გარდა არავის უნდა ჰყავდეს პერსონალური ავტომანქანა"- თქვა დეპუტატმა. 

მსგავსი სიახლეები