გადამწყვეტი არჩევნები და თამაზ გინტურის მკვლელობა - პარლამენტში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ოპოზიციას ხვდება

15.11.23 17:04
გადამწყვეტი არჩევნები და თამაზ გინტურის მკვლელობა - პარლამენტში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ოპოზიციას ხვდება

საკანონმდებლო ორგანოში შეხვედრა დაწყებულია - ერთ საათზე მეტია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ოპოზიციას ხვდება. პოლიტიკოსებთან მოლაპარაკებების მთავარი საკითხი გადამწყვეტი არჩევნები და ევროკომისიის ის რეკომენდაციებია, რომელიც ქვეყანამ მიიღო.

ეუთოს უმაღლესი წარმომადგენელი ოპოზიციისგან პირადად მოისმენს, რა არის საჭირო არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩასატარებლად.

"ლელოს" ლიდერი, სალომე სამადაშვილი კონკრეტულ ორ საკითხს ასახელებს, რომელიც პია კაუმასთან უნდა განიხილონ. მისი თქმით, მოახლოებულ არჩევნებსა და რუსეთის გავლენებზე საუბარი მნიშვნელოვანია.

ერთი ეს შეეხება ჩვენს ქვეყანაში მოახლოებულ არჩევნებს, იმიტომ რომ ეს არჩევნები იქნება გადამწყვეტი მნიშვნელობის ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარების ტრაექტორიის. ვაპირებთ, ვისაუბროთ იმ როლზე, რაც უნდა შეასრულოს ეუთომ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა ამ მიმართულებით და მეორე, რა თქმა უნდა, არის რუსეთის გაძლიერება, მათი გავლენის ჩვენს ქვეყანაზე, მათ შორის, უკანასკნელ პერიოდში მომხდარი საზარელი მკვლელობა და გატაცება ჩვენი მოქალაქეების - აღნიშნა სამადაშვილმა.

პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანა წითლიძე მიიჩნევს, რომ უცხოელი კოლეგების ჩარევის გარეშე მმართველი პარტია სრულყოფილად არ შეასრულებს დაკისრებულ რეკომენდაციებს.

სკოლის დირექტორების საკითხზე, ვისაც ძალიან სერიოზული პოლიტიკური ნიშნით დევნიან და ჩემი წარმოდგენით, ეს არის ჩარევა საარჩევნო პროცესში. ჩვენ გვჭირდება ჩვენი პარტნიორების დახმარება, წინააღმდეგ შემთხვევაში ცხრა დათქმიდან ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დათქმა არ შესრულდება - განაცხადა წითლიძემ.

მსგავსი სიახლეები