გადამწყვეტი არჩევნების წინ რუსთაველის გამზირზე მოძრაობის შეზღუდვა "ოცნების" შიშებს უკავშირდება - აქტივისტები

15.11.23 17:35
გადამწყვეტი არჩევნების წინ რუსთაველის გამზირზე მოძრაობის შეზღუდვა "ოცნების" შიშებს უკავშირდება - აქტივისტები

იწყებს თუ არა აქციებისგან თავის დასაზღვევად „ქართული ოცნება“ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას? - სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიცია დარწმუნებულები არიან, რომ "ქართულ ოცნებას" ეშინია.

მათი თქმით, ხელისუფლება თავის დაზღვევის რეჟიმშია. 

2020 წელს გვახსოვს, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია შემოღობეს იმავე საბაბით, რომ თითქოს, რეაბილიტაცია უნდა ჩაეტარებინათ. შემდეგ გვახსოვს დედების პროტესტის პარალელურად როგორ შემოღობეს კანცელარიის მიმდებარე ტერიტორია. ამაში ახალი არაფერია, თუმცა მასშტაბებია სხვა. რუსთაველის გამზირის გადაკეტვა სურთ ახლა უკვე 2 წლის პერიოდის განმავლობაში და ესეც მგონია, რომ არის შიშის გამოვლინება და უსუსურობა, რომ იციან, ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას - ამბობს აქტივისტი, ნიკუშა ფარულავა. 

შუშანა მაცაბერიძე ამბობს, რომ "ქართველი ხალხი ყველა დაბრკოლების მიუხედავად, საკუთარ სათქმელს იტყვის":  

საქართველოს ხელისუფლებას თავისუფალი მოქალაქეების ეშინია და ეს არაერთხელ გავიგეთ მათი გიჟური ქმედებებიდან გამომდინარე. რაც არ უნდა ქნან, სულ რომ პარლამენტი შემოღობონ 5-მეტრიანი რკინის ჭიშკრით, ჩვენ მაინც გამოვალთ და ჩვენს სათქმელს ვიტყვით. შეუცნობელ არს მათი გზანი, ვერცერთ ლოგიკაში ამ ადამიანებს ვერ გაყვები, რა შეიძლება, იფიქრონ და რა შეიძლება, გააკეთონ - აღნიშნავს შუშანა მაცაბერიძე.

"აფხაზური ამბების" ხელმძღვანელი კი  არ არსებობს არანაირი ბერკეტი, რომელიც შეზღუდავს ადამიანების გამოხატვას. 

რაც არ უნდა შემოღობონ, ყველაფერი რომ გადაღობონ, ეს ადამიანები დადიან ბასლაინზე და ადამიანები თუ ვერ ვიპოვით სივრცეს, რომ ამ ადამიანებს გავცეთ პასუხი, ბასლაინის წინ დავდგებით და ვანახებთ პროტესტს. ამით იმის თქმა მინდა, რომ არ არსებობს არანაირი ბერკეტი, რომელიც შეზღუდავს ადამიანების გამოხატვას - თქვა გელა ხასაიამ. 

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მომავალი წლიდან რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.  

მსგავსი სიახლეები