შავ სიაში მოხვედრა გორის საკრებულოს თავმჯდომარეს უხერხულობას არ უქმნის

15.11.23 17:40
შავ სიაში მოხვედრა გორის საკრებულოს თავმჯდომარეს უხერხულობას არ უქმნის

პრორუსული განცხადებების გამო შავ სიაში მოხვედრა გორის საკრებულოს თავმჯდომარეს უხერხულობას არ უქმნის.

დავით რაზმაძე, რომელიც MONA.GE-ს პლატფორმაზე ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურზე გაკეთებული განცხადების გამო აღმოჩნდა, ამტკიცებს, რომ მისი კომენტარი არასწორად გავრცელდა.

მე თამაზ გინტურზე არ გამიკეთებია განცხადება. მე ვილაპარაკე ნიქოზის შემთხვევებზე და არა კირბალის. "მონა.ჯი" არის გაკეთებული თვითონ მონების, სააკაშვილისა და პუტინის მონების გაკეთებულია. სააკაშვილი არის პუტინის მონა - აღნიშნა რაზმაძემ.

"ოცნების" პროპაგანდისტი გია აბაშიძე "პირველებთან" გაოცებას გამოხატავს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ მოხვდა შავ სიაში ამ დრომდე.

"საწყენი იყო", აქამდე რომ არ ვიყავი რუბლოვნა ელენე ხოშტარიას ამ ე.წ. რეესტრში და როგორც იქნა, ჩამწერეს. ეს არის სამარცხვინო რუსეთუმეების მეხუთე კოლონის აგენტების შეთითხნილი საიტი. წარმატებებს ვერ ვუსურვებ, მაგრამ თუ დააკვირდებით, მათი ლოგო არის ხუთ-ქიმიანი ვარსკვლავით, რომელიც თავის დროზე ჰქონდა საბჭოთა კავშირს ხარისხის აღნიშვნისთვის" - განაცხადა აბაშიძემ.

MONA.GE-ს ახალი ფიგურანტები - პლატფორმაზე მოხვდა გორის საკრებულოს  თავმჯდომარე, დავით რაზმაძე,  რომელმაც ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურზე სკანდალური განცხადება გააკეთა. შავ სიაში შეიყვანეს სახელისუფლებო არხების ექსპერტებიც, რომლებიც  MONA.GE-ს  ინფორმაციით, ანტიდასავლური და რუსული პროპაგანდას ავრცელებენ. 

 

მსგავსი სიახლეები