რუსთაველის რეაბილიტაცია აქციების შიშს უკავშირდება - ირაკლი ნადირაძე

15.11.23 18:41
რუსთაველის რეაბილიტაცია აქციების შიშს უკავშირდება - ირაკლი ნადირაძე

თუ არჩევნების გაყალბებაზე ხელი წაუცდებათ, რუსთაველის გამზირი კი არა, მთელი თბილისი და საქართველო რომ გადათხარონ, აქციებს, გამოსვლებს ესენი ვერ შეაჩერებენ - ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ კახა კალაძის განცხადების კომენტირებისას ისაუბრა. 

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი დარწმუნებულია, რომ ქართულ ოცნებას მოახლოებული არჩევნების ძალიან ეშინია.

ფაქტია, რომ ქართულ ოცნებას მოახლოებული არჩევნების ძალიან ეშინია. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია სწორედ აქციების შიშს უკავშირდება. იმიტომ, რომ ამდენი წელია, კახა კალაძე თბილისის მერია, ქართული ოცნება კი ხელისუფლებაშია და რუსთაველის რეაბილიტაცია თავში აზრად არ მოსვლიათ. მაგრამ, როგორც ჩანს, საარჩევნო წელს ეს ყველაფერი დასჭირდათ"- თქვა ნადირაძემ. 

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, 2024 წელს რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. 

მსგავსი სიახლეები