თუ ასეთი არაგუნდური, მოღალატე, არაპროფესიონალი იყო, პრემიერად რატომ დააწინაურეს? - გიორგი ვაშაძე

15.06.21 15:28
თუ ასეთი არაგუნდური, მოღალატე,  არაპროფესიონალი იყო, პრემიერად რატომ დააწინაურეს? - გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერისთვის  „ქართული ოცნების“ ბრალდებები გიორგი გახარიას მიმართ გაუგებარია. გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ  ქვეყანაში არსებულ მძიმე მდგომარეობაში ორივე მხარე დამნაშავეა.  

ჩემთვის გახარია, კობახიძე, ძმანი და დანი მისი, არის ერთი და იგივე. ახლა გახარიას აბრალებს იმ უბედურებებს, რაც ქვეყანაშია, ოღონდ ერთიც დამნაშავეა და მეორეც დამნაშავეა. თუ ასეთი არაგუნდური, მოღალატე, ცუდი, არაპროფესიონალი იყო, პრემიერად რატომ დააწინაურეს?, - ამბობს გიორგი ვაშაძე.
 

20 ივნისის საქმეში გიორგი გახარიას პასუხისმგებლობა მმართველმა გუნდმა მხოლოდ გუშინ დაინახა. ამასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გააკეთა, როდესაც თქვა, რომ აქციის დაშლის სპეცოპერაცია არასწორად იყო დაგეგმილი.

მსგავსი სიახლეები