ტყვეობაში ჩარჩენილი ჯარისკაცები - საგარეოს 24 საათიანი სიჩუმე და მხოლოდ ერთი არაოფიციალური განცხადება

15.11.23 20:20
ტყვეობაში ჩარჩენილი ჯარისკაცები - საგარეოს 24 საათიანი სიჩუმე და მხოლოდ ერთი არაოფიციალური განცხადება

24 საათიანი სიჩუმე და მხოლოდ ერთი არაოფიციალური განცხადება. რუსეთის ტყვეობაში მყოფ ქართველებზე დარჩიაშვილის უწყება საკუთარ პოზიციას სამინისტროს ვებ-გვერდზეც ვერ დებს. მედიას პირადად მიწერეს, რომ ქართველი მებრძოლების უფლებების დაცვაზე იმუშავებენ. არც ერთი სიტყვა მათ გათავისუფლებაზე. დრო კი ქართველი ტყვეებისთვის ახლა გადამწყვეტია. არავინ იცის, რა მდგომარეობაში იმყოფებიან გიორგი შუბითიძე და გიორგი გოგლიძე. ერთადერთი რაც ვიცით, ისინი ლუგანსკის ერთ-ერთ ბაზაზე ჰყავთ გამოკეტილი.

არაფერია ცნობილი, არც მათი ოჯახის წევრებისთვის, რომლებსაც ამ დრომდე ხელისუფლებიდან არავინ დაკავშირებია. მებრძოლების ტყვეობის ამბავი ტელევიზიის მეშვეობით გაიგეს. ახლა ყველა ელოდება რას გააკეთებს ქართული მხარე საკუთარი თანამოქალაქეების დასახსნელად. ყველზე ეფექტური გზა ტყვეთა გაცვლაა, თუმცა ამისთვის უკრაინულ მხარესთან არის აუცილებელი მჭიდრო კომუნიკაცია, რაც "ქართულ ოცნებას" ომის დაწყების დღიდან პრაქტიკულად გაწყვეტილი აქვს.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები