საარჩევნოდ დაკეტილი რუსთაველი - რა მიზანი აქვს ხელისუფლებას
ხელისუფლების შიში მოსალოდნელ პროტესტზე - საარჩევნოდ რუსთაველის გამზირი ჩაიკეტება. კახა კალაძემ დედაქალაქის პოლიტიკური პროტესტის ეპიცენტრის რეაბილიტაცია გადაწყვიტა, რომელსაც ორი წელი დასჭირდება. რა ჩაიფიქრა "ქართულმა ოცნებამ"? - წინ ქვეყნისთვის გადამწყვეტი არჩევნებია. ხელისუფლება თავს იზღვევს, რომ საპროტესტო აქციების არეალი ჩაკეტოს და პროტესტის შესაძლებლობა ამით შეზღუდოს - ეს "ოცნების" კარგად ნაცადი ხერხია.
ასე მოიქცა კალაძე 2020 წელსაც, როდესაც პარლამენტს, ტერიტორიის გამწვანების მიზეზით ღობე შემოავლო. ცოტა ხნით ადრე კი იქ პერმანენტულ საპროტესტო აქციებს ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი მართავდა. როდესაც ღარიბაშვილს ასევე აქციებით დისკომფორტი შეუქმნეს, კანცელარიაც რკინის ჯებირებით შემოღობეს და თქვეს, რომ სკვერი უნდა მოაწყონ.
ახლა მთლიანად რუსთაველს კეტავენ, რომ ვერავინ შეძლოს აქციის ჩატარება და ხელისუფლების კომფორტის დარღვევა.
საარჩევნოდ დაკეტილი რუსთაველი - ყველა დეტალი ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში