არის თუ არა ზეწოლის ქვეშ ლაზარეს საქმის ოქროს მოწმე?

15.11.23 20:33
არის თუ არა ზეწოლის ქვეშ ლაზარეს საქმის ოქროს მოწმე?

არის თუ არა ზეწოლის ქვეშ ლაზარეს საქმის ოქროს მოწმე? დაკავებული აქტივისტის მეგობარი ახლა პროკურატურისთვის მთავარი დასაყრდენია. ჯალიაშვილის ჩვენება საქმეს რადიკალურად ცვლის. თუ ლაზარეს მეგობარი ლაზარეს წინააღმდეგ ალაპარაკდება, მაშინ დიდი შანსია,  რომ ახალგაზრდა აქტივისტი ციხეში მრავალი წლით გაუშვან. ბრალდების მხარე გიორგი ჯალიაშვილს ამ დრომდე მალავს. ლაზარეს ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ის პროკურატურას ზეწოლის ქვეშ ჰყავს. 

ლაზარეს საქმის ოქროს მოწმის კვალი გაუჩინარებულია. ის არც დღეს მიუყვანიათ სხდომაზე, რომელიც ბრალდებული ლაზარესთვის განსაკუთრებული იყო. პირველად მრავალწლიანი ემიგრაციის შემდეგ  გისოსებს მიღმა მჯდომი ახალგაზრდა აქტივისტი საქართველოში დაბრუნებულმა დედამ ნახა. სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით დაკავებულის მშობელი დარწმუნებულია, რომ მის შვილს  ხელისუფლება სამაგალითოდ სჯის.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის სიუჟეტში.

მსგავსი სიახლეები