იტალიური განათება ნარიყალაზე - თბილისის ბიუჯეტიდან ასი ათასობით ლარი შესაძლოა, ისევ იტალიაში წავიდეს
თბილისის ბიუჯეტიდან ასი ათასობით ლარი შესაძლოა, ისევ იტალიაში წავიდეს. კახა კალაძე კიდევ ერთი დიდი შესყიდვის შესახებ კონტრაქტს მისთვის საყვარელი ქვეყნის კომპანიასთან გააფორმებს. ნარიყალაზე ისტორიული ციხის განათებებს ჩამოხსნიან და იტალიურს დაამონტაჟებენ. სხვა არ განიხილება, რადგან კალაძე ითხოვს, რომ მხოლოდ და მხოლოდ, იტალიური სანათები უნდა. რატომ უკვეთავს თბილისის მერი ყველა ძვირადღირებულ შესყიდვას იტალიას და არა სხვას? ოპოზიცია კალაძის იტალიურ კავშირებზე საუბრობს და მიანიშნებს, რომ შესაძლოა, თბილისის მერი კონკრეტულ კომპანიებს ამდიდრებს, საიდანაც სარგებელს თავადაც ნახულობს
ვრცლად ნახეთ ანა მდივანის სიუჟეტში.