იგნორირებული სანქციები და ნულოვანი რეაგირება - ვინ როგორ გაიგო აშშ-ის ახალი ელჩის ინტერვიუ

15.11.23 20:14
იგნორირებული სანქციები და ნულოვანი რეაგირება - ვინ როგორ გაიგო აშშ-ის ახალი ელჩის ინტერვიუ

იგნორირებული სანქციები და ნულოვანი რეაგირება - "ქართული ოცნება" მოსამართლეების დასანქცირების ფაქტს უარყოფს. ამბობენ, რომ კლანის წევრებს მხოლოდ შტატებში შესვლა აეკრძალათ. "ეს კი სანქციები არ არის და შესაბამისად არანაირი გამოძიებაც არ ჩატარდება" -ასე უპასუხებს ხელისუფლება ამერიკის ახალ ელჩს.  რობინ დანიგანმა დამარცვლით განუმარტა "ოცნებას" ვინ რატომ მოხვდა ამერიკული სანქციების ქვეშ. ეს კი ქართული მხარისთვის საკმარისი უნდა ყოფილიყო სრულფასოვანი გამოძიების ჩასატარებლად. 

თუმცა დიპლომატს რეალობა რადიკალურად განსხვავებული დახვდა. ელჩი არ მალავს, რომ ქართული მხარის უმოქმედობა  შტატებისთვის სრული მოულოდნელობა იყო.  სასამართლო კლანი ხელშეუხებელია. ოთარ ფარცხალაძეზე კი მხოლოდ ფორმალური გამოძიებით შემოიფარგლნენ.  რუსულ "ეფ ეს ბესთან" კავშირში მხილებული ყოფილი გენ.პროკურორისთვის ჯერ ეროვნულმა ბანკმა კანონი შეცვალა, შემდეგ კი  ისე გაუშვეს ქვეყნიდან, რომ არც მისი კავშირებით და არც მრავალმილიონიანი  ქონებით არავინ დაინტერესებულა.

რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ქართული ოცნების ნულოვან რეაგირებას ამერიკულ სანქციებზე? - ნანუკა ქაჯაიას სპეციალური რეპორტაჟი

მსგავსი სიახლეები